„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თეთრიწყაროს რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.
როგორც ადგილობრივებთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხმის ამოღებას რომ ბედავს, ეს არის ,,ქართული ოცნების“ ბრალი.
,,ძალიან ბევრი ტკივილი ითქვა აქ, მათ შორის არა მარტო ძირძველი მოსახლეობისგან არამედ ეკომიგრანტებისგანაც. ესენი არიან ერევნიდან, კოდორიდან ჩამოსახლებული ადამიანები და დღეს, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხმის ამოღებას რომ ბედავს, ეს არის ,,ქართული ოცნების“ ბრალი და ამიტომ, არც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ,,ქართულ ოცნებას“ არავინ მხარი არ უნდა დაუჭიროს და თუ ვინმე ამას აპირებს, მინდა ვკითხო, რა პასუხს აძლევენ ერევნიდან და კოდორიდან გამოგდებულ ადამიანებს?! - აღარაფერს ვამბობ ციხეებზე და 26 მაისზე. მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, მიიღოს ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება, დაგვიჭიროს მხარი, შემოხაზოს სამი ნომერი, როგორც მაჟორიტარების, ასევე პარტიის ბიულეტენში და არ მისცეს ხმა არც ,,ნაციონალურ მოძრაობას“, არც ,,ქართულ ოცნებას“ , რომლებიც ერთმანეთს ინარჩუნებენ და ასაზრდოებენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი თქმით, მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აღადგენს სამართლიანობას, დაიცავს უდანაშაულო ადამიანებს, დასჯის დამნაშავეს, ქვეყანას ფეხზე დააყენებს, რუსეთთან მოაგვარებს ურთიერთობას და უზრუნველყოფს სიმშვიდეს და სტაბილურობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.