გიორგი შარვაშიძე: ”აუდიტორია 115” ალბათ არის არარეგისტრირებული NGO
26-09-2016, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი გიორგი შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის პროტესტს ეხმაურება და პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.

 


”აუდიტორია 115”-ის ნაწილის გამოსვლა ხედავთ რა ფორმით მიმდინარეობს, არა მგონია ლამაზი ფორმა იყოს, თუმცა ეს გემოვნების საკითხია. გასაგებია, რომ ალბათ მეტი სტუდენტის რეკურტირებაა საჭირო. ჩვენი ინტერესია ზუსტად ის, რასაც ახლა ყვირიან. ”აუდიტორია 115” ალბათ არის არარეგისტრირებული NGO იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წევრი არ არის სტუდენტი, თან არის მაღალი პოლიტიკური გრადუსი შემოტანილი”, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

 

"აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, შენობაში პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აღნიშნულის საპასუხოდ შარვაშიძემ განაცხადა, რომ მათ პოლიცია არ გამოუძახებიათ. 

 


”გავცემ პასუხს „აუდიტორია 115“-ის წევრს თორნიკე შევარდნაძეს. არავითარი პოლიცია არ გამოგვიძახებია. გვქონდა ინფორმაცია, რომ ძალა უნდა გამოეყენებინათ, გავარკვევთ ყოველ კონკრეტულ ფაქტს. ვინც არის დამნაშავე დაისჯება მკაცრად. დავიცავთ კანონს. მოვუწოდებ ყველას, არ არის საჭირო აჟიტირება. დიალოგი თუ გვინდა, დიალოგს გავმართავთ. მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისათვის”, - განაცხადა მედიასთან საუბრისას შარვაშიძემ. 



„აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი