საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ მხარეს, განმუხურში, გამყოფი ხაზის იქეთ სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის აშენებას სთავაზობს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს განმუხურში, გამყოფი ხაზის გასწვრივ უმაღლესი კლასისი სასტუმროს მშენებლობა გაიხსნება, იქ ასევე დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის აშენებაც. სწორედ ამ ტერიტორიის გაგრძელებაზე, გამყოფი ხაზის იქეთ, აფხაზეთის ტერიტორიაზე სთავაზობს ივანიშვილი აფხაზურ მხარეს სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის აშენებას.
"დღეს ანაკლიაში, განმუხურში გაიხსნება მშენებლობა საკმაოდ უნიკალური თავისი ხასიათით. იქ აშენდება სასტუმრო თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, სასტუმროს უკან კი აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი, ეს ადგილი არის გამორჩეული, უნიკალური თავისი კლიმატით. გამიჩნდა იდეა იქ, ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა, ეს იქნება გამყოფი ხაზის მიჯნაზე. იქნება რეკრეაციული ზონა და გადავარჩენთ კოლხური ჯიშის ბევრ მცენარეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიტანთ ასევე. მინდა ტელევიზიით, ჩვენი აფხაზი ძმებისთვის შეთავაზება გავაკეთო, გამყოფ ხაზს იქეთ ვთავაზობ მე მათ საქმიან წინადადებას, თუ მათი კეთილი ნება იქნება ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი და გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღსაც. სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა თანხმობის შემთხვევაში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთლდღეობის ამაღლებას. ამით მინდოდა კეთილი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში. აუცილებელია, დავიბრუნოთ ის ძმობა, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გაგვაჩნდა", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.