„საქართველო რეგიონში არის ლიდერი ეკონომიკური ზრდით, ყველა დამოკიდებულებით“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ბიზნესს აქვს ლომის წვლილი ინვესტიციების მოზიდვაში.
"ეკონომიკური ზრდით გამორჩეულად ლიდერია საქართველო რეგიონში. ამ დროს 3 და 4-პროცენტიანი ზრდა არ არის მომხიბლავი მოსახლეობისთვის და მით უმეტეს, მათთვის ვისაც ეკონომიკა არ ესმის და სულაც არ ითხოვენ და არ საჭიროებენ მის ანალიზს. ხალხს ელემენტარულად სჭირდება დახმარება, სამუშაო ადგილი, შესატყვისი ხელფასი და შემოსავალი, ამაზე აკეთებენ რეაქციას, ამ დროს კი ოპონენტები სპეკულირებენ იმით, რომ - აი ნახეთ ეს რა არის.
იმ ფონზე, როდესაც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების და რეგიონში მეზობლების ეკონომიკის შემცირება მოხდა, სტაგნაცია ჰქონდა ძალიან ბევრ ქვეყანას და შოკი განიცადეს, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი იყო ის, რაც საქართველოს ეკონომიკამ განიცადა და როგორ მყარად იდგა. ამის საფუძველი გახდა ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ პრინციპულად შევცვალეთ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით. ხელისუფლება დაწყებული ჩემი პრემიერობით და დამთავრებული კვირიკაშვილით, რომელიც ბიზნესთან ძალიან ახლოს არის, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში იყოს ძალიან კარგი გარემო ინვესტიციებისთვის და ამ მხრივ შთამბეჭდავი შედეგებია. ბიზნესს აქვს ლომის წვლილი ინვესტიციების მოზიდვაში. ბიზნესმა კარგად აჩვენა ის სწორება, რაც ახალმა ხელისუფლებამ მოიტანა. აი, ის სტანდარტები, რაც დანერგა ახალმა ხელისუფლებამ, ბიზნესმა კარგად აჩვენა თავის საქმიანობაში“,-განაცხადა მან.
ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე - „ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები“ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდი უფრო საინტერესო იყო ეკონომიკის განვითარებისთვის, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი.
„პრობლემა ის, რომ საქართველოში არ არის უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა, არის გარე შოკი და არა გარკვეული შეცდომები ხელისუფლების, თუმცა იდეალური ვერცერთი ხელისუფლება და მთავრობა ვერ იქნება, მაგრამ პრინციპული შეცდომები, გინდაც, კანონმდებლობის მხრივ, გინდაც, მართვის მხრივ ან კერძო საკუთრებაში ჩარევის ან კორუფციის, არ არის. ლამის, პირველ ადგილზე ვართ კორუფციაში, 100 ქულიდან არაკორუფციულობის გაზომვა როგორც ხდება, 98 ქულა აიღო საქართველომ. გაიხსენეთ წინა პერიოდი, ელიტარული კორუფცია როგორ ყვაოდა. ეკონომიკურ ფორუმზე ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა, გაიხსენა შევარდნაძის პერიოდი და თქვა, რომ კორუფცია იქაც იყო, მან ასევე გაიხსენა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი და თქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებისთვის შევარდნაძის პერიოდი იყო გაცილებით საინტერესო. ისიც ცუდი იყო რა თქმა, მაგრამ ხშირად ანალიზის გაკეთება ხდება ცუდსა და უარესს შორის. მაშინ უფრო თავისუფალი იყო გარემო. უფრო მეტ ხალხზე ნაწილდებოდა ფული",-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.