საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს განმუხურში უმაღლესი კლასის სასტუმროს მშენებლობა გაიხსნება, აქვე ბოტანიკური ბაღის მშენებლობაცაა დაგეგმილი.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"დღეს ანაკლიაში, განმუხურში გაიხსნება მშენებლობა საკმაოდ უნიკალური თავისი ხასიათით. იქ აშენდება სასტუმრო თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, სასტუმროს უკან კი აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი, ეს ადგილი არის გამორჩეული, უნიკალური თავისი კლიმატით. გამიჩნდა იდეა იქ, ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა, ეს იქნება გამყოფი ხაზის მიჯნაზე. იქნება რეკრეაციული ზონა და გადავარჩენთ კოლხური ჯიშის ბევრ მცენარეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიტანთ ასევე", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.