„რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს, მან არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის სამწუხაროდ და საუბედუროდ“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ დაიხურა 2013 წელს თეთრიწყაროში საავადმყოფო, იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან ამ პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა, რადგან ეს მთავრობის საქმეა.
„ჯანდაცვა არ არის მისი სფერო. პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევაა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მანამდეც მქონდა საუბარი მასთან, რომ კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხამეთქი. არჩევნები რომ დამთავრდა და მოვიდა, ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.