”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, რაც დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოდესიდან აწყობენ.
”თავისუფალი ზონის” წევრების დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობთ. რეალურად, ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, დგება კონკრეტული გეგმა ამასთან დაკავშირებით. ამ გეგმის განსახორციელებლად კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით. ძალიან კარგია, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაშიც” აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივ გეგმას ემიჯნებიან. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ შიგნით, ”ნაციონალურ მოძრაობაში” არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოდესიდან აწყობენ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, ”ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარ აქტივისტებში მოტივაციის შენარჩუნება ძალიან უჭირს და განცხადებები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სწორედ მოტივაციის ამაღლების სურვილს უკავშირდება.
მისი თქმით, ხელისუფლებას "ნაციონალურ მოძრაობის" – "უსუსური პოლიტიკური ძალის" დაგეგმილი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის აღკვეთის ყველა შესაძლებლობა გააჩნია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.