ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი... ეგრევე შეიყვანენ, იცის ეს კარგად
26-09-2016, 04:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნუ დაძაბავს მოსახლეობას სააკაშვილისგან ნახსენები წარღვნა“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

 

 

მისი თქმით, ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ჩამომსვლელი არ არის.

 

 

„რუსთავი 2“ რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის და ჭეშმარიტების ეტალონად, ეს კარგად მოგეხსენებათ, სიცრუის ეტალონად კი გამოდგებოდა ნამდვილად. ნუ დაძაბავს მოსახლეობას სააკაშვილისგან ნახსენები წარღვნა. მგონი, საკუთარი გუნდი რომ არ ჩამოეშალოს შემაგრებას აკეთებს, რომ ჩამოვალ და რაღაც საოცრებებს მოვახდენ, სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი. დაკეტილი სივრცის ეშინია, ლიფტში არ გაიჭედოს. ეგრევე შეიყვანენ, იცის ეს კარგად. სად უნდა ჩამოვიდეს, ადგილ-ადგილ ამას ჰპირდება საკუთარ გუნდს, რომ გაამაგროს, რომ არ ჩამოიშალოს. რომელი წარღვნით გვემუქრება ან რომელი დემოკრატიის არჩევებით გვემუქრება?!“-აღნიშნა მან.

 

 

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, ტელეფონის კამერით გადაიღონ „ნებისმიერი პრობლემა და პროცესი, რაც შეიძლება არაკანონიერი იყოს, რომ მისი რეალური მიზეზის ანალიზი მოხდეს“.

 

 

„ღმერთმა დაგვიფაროს, როგორ შეიძლება, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაზე იფიქრო, რომ მცდელობა მაინც ექნება, თავში მაინც გაივლებს არჩევნების გაყალბებას. თვითონაც იციან, მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ შანსი არ აქვთ და ამით ახლა როგორმე გუნდი მოიყვანოს, იქნებ რაღაც საოცრება მოხდეს. არაფრის თავი არ აქვთ ამ საცოდავებს, ეგეც გაუბედურებული ზის.

 

 

მოსახლეობას მოვუწოდებთ, ტელეფონის კამერით გადაიღონ ნებისმიერი პატარა ექსცესი თუ მათ შეიძლება მოახერხონ, დიდის თავი მათ არ აქვთ. ხელისუფლების მხრიდან არავითარი პროვოკაცია არ იგეგმება. პროვოკაციებს ველოდებით, მაგრამ თუ იქნება ძალიან მცირე მასშტაბის და რეალურად ვერაფერზე გავლენას ვერ მოახდენს“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

 

 

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ გაყალბდება, ვინაიდან საამისოდ ბევრი ბერკეტი არსებობს. მიხეილ სააკაშვილს არგუმენტად კანონმდებლობა მოჰყავს და ამავდროულად განმარტავს, რომ ვერდიქტი იქნება „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლები.

 

 

ამის შესახებ მან ბათუმში ბულვარის კოლონადებთან შეკრებილ მხარდამჭერებს სატელეფონო ზარით განუცხადა.

 

 

„არჩევნები ვერ გაყალბდება. ივანიშვილმა რაღაც რომ არ გააყალბოს და რომ არ იმანიპულიროს არ შეუძლია, მაგრამ ჯერ ერთი არსებობს უამრავი მექანიზმი, რაც ჩავდეთ თავის დროზე კანონმდებლობაში, ეს სხვათა შორის, უკრაინისგან განსხვავებით, რადგან უკრაინაში ძალიან ადვილია 3-6%-ის მოპარვა. საქართველოში 2013 წლის შემდეგ ბევრჯერ გადავხარშეთ, სერიოზულად შევცვალეთ კანონმდებლობა და ეს იქნება შეუძლებელი. მეორე - იქნება ეგზიტპოლები. „რუსთავი 2“ ხომ ვერ დაკეტეს, „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლმა იწინასწარმეტყველა აკურატულად ჩვენი დამარცხება 2012 წელს. მე რომ გამოვედი და ვაღიარე შედეგები, კომისიის შედეგებს კი არ დავეყრდენი, როგორც კი „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი ვნახე, ერთი წუთით არ მიყოყმანია, რადგან ვენდობოდი მთლიანად ამ ეგზიტპოლს. გამოვედი და განვაცხადე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო. ამ შემთხვევაში მე ეს გამოვაცხადე არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, არამედ ეს გამოვაცხადე როგორც პრეზიდენტმა, რომელიც ყველაზე მაღლა უნდა მდგარიყო, ბევრმა ჩემმა მეგობარმა მისაყვედურა შენ რომ გამოაცხადე, იმის მერე კომისიებში ჩამოგვეშალა სიტუაციაო, მაგრამ სიმართლე არის სიმართლე. მერე „რუსთავი 2“-მა იწინასწარმეტყველა აკურატულად ჩვენი დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში 2013-ში, ჩვენი დამარცხება ადგილობრივ არჩევნებში... ასე რომ, ხალხმა იცის „რუსთავი 2“ სწორად წინასწარმეტყველებს. ის რომ ივანიშვილი პარალელურად ეგზიტპოლებს აკეთებს, იმის არავის სჯერა, დაახლოებით პატარკაციშვილი აკეთებდა იმავეს - ვიღაც აფერისტები რომ ჩამოიყვანა. ყველამ იცის, რომ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი... როგორც კი ის გამოცხადდება, მერე გინდა სცადოს გადაწერა, გინდა გადმოწერა - ეს არაფერს შეცვლის, ამიტომ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა მივალთ საარჩევნო უბნებზე, ვუთხრათ სიმართლე გამომკითხავებს. მე ვიცი, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ეხათრება სიმართლის თქმა ოპოზიციის სასარგებლოდ და ვუთხრათ მათ სიმართლე რა... იმიტომ რომ ჩვენი პატარა სიმართლე შეიკრიბება ერთი დიდი სიმართლის ნაკადულად, დიდ მდინარედ, რომელიც შემდეგ იქცევა წარღვნად ივანიშვილის „ოცნებისთვის“ და მოხდება დემოკრატიის საბოლოო გამარჯვება საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   Мзия
      
Миша да миси гунди гаимарджвебс уечвели Миша квела данапиребс шеусрулебс Халс да исев аагордзинебс Сакартвелос, Бидзинам сериозулад моаткуа халхи даабечава дасцина да картели тавмокваре халхи метс ар апатиебс цхвиридан анхевиебен квелаферс!!! Гаумарджос Михаил Саакашвилс!!!
БОДИШС МОВИХДИ КАРТУЛАД РОМ ВЕР ВЦЕР...
21 აპრილი 2018 12:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი