პრეზიდენტის უარის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატრებას ისევ ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა მათი მიმართვის საპასუხოდ, „უარი განაცხადა, რიგგარეშე სესიის მოწვევაზე, იმ ვითარებაში, როდესაც ყველამ კარგად იცის, რა კრიზისული, მძიმე და ქვეყნისათვის საზიანო მდგომარეობაა შექმნილი ქვეყნის ეკონომიკაში, რამაც გამოიწვია ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის გაღარიბება“.
„ვალუტის გაუფასურებამ მთელ რიგ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი იმპორტირებულ საქონელზე გამოიწვია ფასების ზრდა და ბუნებრივია ეს პირველ რიგში ურტყამს, ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და ამ ვითარებაში ქვეყნის მთავრობის ქმედება, რომელსაც ვაფრთხილებდით, რომ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, არწარმოდგენა იმ მიზეზებისა, რომელიც იქნება დაფუძნებული ობიექტურ ანალიზზე, რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, მსჯელობის არგამართვა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, არის უპასუხისმგებლო და მავნებლური პოლიტიკის გაგრძელება“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.
„მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ჩატარდეს, საქართველოს პარლამენტის სხდომა. გვაქვს უფლება, პარლამენტის წევრთა ¼-ს შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ სხდომის გამართვა“, მიაჩნია ბარამიძეს.
ბარამიძის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკა კრიზისშია და ამის მიზეზი კორუფცია და მომატებული კრიმინალია.
„ნაციონალური მოძრაობა“ აფრთხილებდა რომ ეს იყო არარეალური ბიუჯეტი და მთავრობის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „ქამრების შემოჭერა“ „შევარდნაძის ეპოქის სეკვესტრის პოლიტიკას“ ნიშნავს. იმის გამო რომ ქვეყანაში მოიმატა კორუფციამ და კრიმინალმა, ქვეყნის ეკონომიკა არის კრიზისში, ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაიზრდება 5%-ით როგორც ეს დაგეგმილი ჰქონდა მთავრობას და ჩვენ მათ მოვუწოდებდით, გაეხილათ თავალები, რეალურად შეემცირებინათ მაშინვე ადმინისტრაციული ხარჯები, შეეცვალათ ეკონომიკური პოლიტიკა და წარემართათ ის ინვესტიციების მოსაზიდად“, აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.