ბიძინა ივანიშვილი: ტიპური ყვარყვარე - ნათელაშვილი გვარამიას გმირია - ჩაიგორეს მკლავებში
26-09-2016, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი აზრით, შალვა ნათელაშვილი ტიპური ყვარყვარეა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.

 

 

ივანიშვილის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "რუსთავი 2" ნათელაშვილს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მისივე შეფასებით, სწორედ ამიტომ არის, რომ "ადრე დასაჭერად დასდევდნენ, ახლა კი გმირი და საუკეთესო პოლიტიკოსი გახდა".

 

 

"ყვარყვარე ცოტა კომიკური ტიპია და მხოლოდ კომიკურობაში ნუ ჩავრჩებით მხოლოდ. ყვარყვარე სიმბოლოა თუ გნებავთ უდიდესი აგრესიის და უდიდესი სიბოროტის. ამდენ სიცრუეს რომ ამბობ და ამდენად რომ ცდილობ მოატყუო საკუთარი ხალხი. ჩვენ გმირებიც ბევრი გვყოლია და მოღალატეც ბევრი გვყავდა. ათასნაირი პარალელები შეიძლება გავავლოთ. თუმცა, ყვარყვარე არის ტიპურობა. შალვა ნათელაშვილი გახდა "რუსთავი 2"-ის მთავარი გმირი ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე ივანიშვილი და სააკაშვილი დააყენოს პარალელში. რომელ პატრიოტიზმზეა საუბარი, როდესაც ამ ტელევიზიაზე ვსაუბრობთ, მაშინ როცა, თაღლითურ მეთოდებს იყენებს თუ როგორ მოატყუოს მოსახლეობა. თაღლითური მეთოდია ის, რომ მთავარი გმირი გვარამიასი დღეს გახდა ნათელაშვილი. ნათელაშვილი, რომელიც მერაბიშვილის დროს საქართველოს ჯაშუშებიდან ფულს იღებდა, სამი დღე სარდაფში იმალებოდა, მერე დაჭერით ემუქრებოდნენ. ბოლოს, რომ მოვიკითხე ჩაიგორეს მკლავებში. შემდგომ ათამაშებენ ნათელაშვილს. გახსოვთ ადრე, რომ დასჭირდათ ამერიკას აგინებდა, მაშინ როცა ამერიკა სააკაშვილს არჩევნებში მიანიშნებდა დემოკრატია დაიცავიო. დღეს ამერიკაში ვოიაჟებს უკეთებენ. დღეს "რუსთავი 2"-დან არ ჩამოდის. პირველი ექვსეული "ნაცების" საყვარელი ხლხით დაუკომპლექტეს და უბერავენ, უკაცრავად ვარ. აი, ეს ყვარყვარიზმი უნდა დამთავრდეს. რომელ პატრიოტიზმზე უნდა ილაპარაკოს "რუსთავი 2"-მა, ნახეთ როგორ ადგენენ უკვე კადრებს.... ნათელაშვილი და სააკაშვილი დღეს ყვარყვარიზმის საუკეთესო განსახიერებაა. "რუსთავი 2" არის საკუთესო ანარეკლი "ნაციონალური მოძრაობის" სიცრუის ტირაჟირების და საკუთარ მოსახლეობას როგორ ექცევიან. როგორ გახდა ამ ტელევიზიის აგიტაციის მსხვერპლი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. გამოჰყავთ ნათელაშვილი, დღეს გვარამიას საყვარელი გმირი ნათელაშვილია და ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსიც. ისინი ღირან ერთმანეთისთვის.... დღეს ლიდერი ნათელაშვილია - იგივე რიტორიკა, იგივე დამოკიდებულება, რასაც გინდა იტყვის, ტიპური ყვარყვარეა. ისევ გააცოცხლეს ნათელაშვილი", -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი