ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესის რაღაც დარგის შერჩევის პროცესშია, ცოტა გაუხანგრძლივდა
26-09-2016, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესის დარგის შერჩევის პროცესშია.

 

 

ამის შესახებ მან ქვემო ქართლში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

ივანიშვილის თქმითვე, ღარიბაშვილს აქვს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკაში დაბრუნდეს.

 

 

„ღარიბაშვილს შევთავაზე, საჯაროდაც შევთავაზე, ისედაც შეხვედრები ხშირად მაქვს ირაკლისთან. თვითონ ცდილობს ბიზნესის რაღაც დარგში და არის არჩევნებში. აქაც შევთავაზე ჩემი დახმარება და იცის. კიდევ შერჩევის პროცესშია, ცოტა გაუხანგრძლივდა. პოლიტიკური მზაობა აქვს. კარგ ფორმაშია. მეოთხე შვილი შეეძინა - გოგონა. კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩნდნენ. მე უკვე 60-ს გადავაჭარბე, სათადარიგო მოთამაშედ ვერც ჩავითვლები და არც სურვილი მაქვს, მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი. ძველი პოლიტიკოსები მაინცდამაინც სანდოობით ვერ გამოირჩევიან, თუმცა ამ მხრივ ირაკლი არის უნიკალური მოვლენა. მას უყვარს თავის სამშობლო, თავისი ქვეყანა და აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაბრუნდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი