„აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ-ს რექტორისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს
26-09-2016, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ-ს რექტორისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. სტუდენტთა ამ ჯგუფის აღშფოთება გიორგი შარვაშიძის მიერ გაკეთებულმა იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც „აუდიტორია 115“ -ის არარეგისტრირებულ NGO-დ მოხსენიებას ეხებოდა.

 


მას შემდეგ, რაც "აუდიტორია 115"-ის წევრებმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს, მათ რეექტორი შეხვდა და გაესაუბრა.

 


“აუდიტორია 115”-ის სტუდენტები შეხვედრაზე აცხადებდნენ, რომ მათ ხან ერთი პარტიის ინტერესებს მიაკუთვნებდნენ, ხან - მეორესი, რაც მათივე შეფასებით, სტუდენტების შეურაცხყოფაა.

 


შარვაშიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების თუ პარტიის წევრი. რექტორი დაინტერესდა სტუდენტებს წარმოედგინათ მათი ლოზუნგები, პლაკატები. ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა „მოვითხოვთ განათლების რეფორმას“.

 


„ეს ახლოს არის „ქართული ოცნების“ სურვილთან“, - განაცხადა რექტორმა, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი