ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილი ყველა შემთხვევაში შეეცდება დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია გამოიყენოს ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად და დესტაბილიზაციის შესაქმნელად
26-09-2016, 06:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველა შემთხვევაში შეეცდება "დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის, გამოიყენოს ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად, გამოიყენოს იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას", თუმცა ბურჯანაძე ვერ აკონკრეტებს მოახერხებს თუ ვერა ამას სააკაშვილი და მისი გუნდი.

 


„რა თქმა უნდა სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მას არ აქვს შანსი ხელისუფლებაში არჩევნების გზით მობრუნების და მე ამას ძალიან დიდი ხანია ვამბობ. მე ამას ვამბობ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 40% დაუწერა, ამას ვამბობ იმ დღიდან, როდესაც დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია წამოიწყო ხელისუფლებამ დამნაშავე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვაცხადებ, რომ სააკაშვილი ყველა შემთხვევაში შეეცდება ეს დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის, გამოიყენოს ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად, გამოიყენოს იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. მოახერხებს თუ არა ამას ვერ გეტყვით, თუმცა ის, რომ ამის მცდელობა სახეზეა და ამისათვის ძალიან სერიოზულად ემზადებიან. ამის უფლება და საფუძველი მათ მისცა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც დღეს შეშინდა, როდესაც დაინახა, რომ საფრთხე რეალურია, ხოლო როცა მე ვლაპარაკობდი რომ ეს საფრთხე არსებობდა, მანამდე გონზე ვერ მოვიდნენ“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც ბურჯანაძის პარტიის პრეს სამსახური ავრცელებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი