„ყველას მოგვწყინდა მუდმივი გაჭირვება, არაფრის კეთება, გადაბრალება, ხელის სხვისკენ გაშვერა. გახედეთ რა გაუკებიათ 4 წლის განმავლობაში? - მე მგონი, რომ იღრუბლება და წვიმა მოდის, იმასაც ვიღაცას აბრალებენ - ჩვენ გვაბრალებენ", - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
ბაქრაძის თქმით, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ „ეს არის ბრძოლა საქართველოს გამარჯვებისთვის, თითოელი ოჯახის უკეთ ცხოვრებისთვის“.
"ამ მთავრობის დამსახურება არაფერი არ არის. და იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს „ჩვენი საქართველო აქ არისო“, მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები. იმ კლიპში ჩანს ჩვენი საქართველო, რომელსაც ღმერთმა ასე უხვად მისცა სილამაზე, ჩანს ჩვენი აშენებული გზები და ქალაქები. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, მე არ ვიცი, სადაა მთავრობის საქართველო, მაგრამ აქ ჩვენი საქართველოა, ის ქვეყანა, რომლის შენებაც დავიწყეთ 2004 წელს, სადაც არც გზა იყო, არც შუქი, არც პენსია... აი, ეს იყო 2004 წელს ჩვენი საქართველო და ის ჩვენ 2012 წლამდე ფეხზე დავაყენეთ. ამ ჩვენს საქართველოს დღეს ფეხზე დაყენება და შველა ისევ სჭირდება და მას 8 ოქტომბერს ისევ ვუშველით, ისევ ფეხზე დავაყენებთ და ისევ წინ წავიყვანთ. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების. ხალხის განწყობაა ასეთია: „როგორ მოგვატყუეს, მოგვაშორეთ“. 12 დღეში უარს ვეტყვით ტყუილს, არაფრის კეთებას, დაპირისპირებას, ხალხზე დაბრალებას ცუდი ცხოვრების და ავირჩევთ წინ წასულ, ფეხზე დამდგარ, უკეთეს საქართველოს“, - მიმართა ბაქრაძემ აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.