დავით ნარმანიას განცხადებით, მარგიშვილის შემცვლელთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს
26-02-2015, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვიცე-მერ, ალექსანდრე მარგიშვილის შემცვლელთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

 


როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ალექსანდრე მარგიშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება პოზიცია, მოხდება ახალი ვიცე-მერის წარდგენა.

 


თბილისის ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისი ახალ სამსახურში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დედაქალაქის მერმა გუშინ მიაწოდა. მარგიშვილი მარტის დასაწყისიდან თბილისისთვის ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს. კერძოდ კი, დედაქალაქის მერიაში მარტის პირველი ნახევრიდან „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ამოქმედდება, რომელსაც მარგიშვილი უხელმძღვანელებს. 

 

 

გუშინ ჟურნალისტებთან ვიცე-მერის ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვიცე მერის პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურაც განიხილება. ქუმსიშვილი მინისტრის მოადგილეობამდე, დიდი ხნის განმავლობაში "ქართუ ბანკში" მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი