ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზნებში ზუსტადაა აღწერილი, რომ შსს-ს და ცესკო-ს საქმიანობაც არჩევნების უსაფრთხოებაზე უნდა იყოს მიმართული.
მისივე თქმით, არჩევნებზე პოლიციის ყოფნა არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას.
„ამ მემორანდუმში ზუსტადაა აღწერილი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ამ კუთხით უნდა იყოს მიმართული არჩევნების უსაფრთხოებაზე, დაცულ გარემოზე, სიმშვიდეზე და თავისუფალ გარემოზე. მიმაჩნია, რომ პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას. ეს ნიშნავს დაცულობას, უსაფრთხოებას და ეს საერთაშორისო სტანდარტია, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, როგორც ჩვენ, ასევე შს სამინისტრომაც“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.