"მიშა იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე.
”მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება.... ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება. კიდევ დაგვრჩა 12 დღე და უნდა ვანახოთ ჩვენი ძალა. როცა შემოვედი პოლიტიკურ ბრძოლაში, მითხრეს, რომ მოწინააღმდეგე გყავთ, ყოფილი გამგებელი, ვიღაც თოლორაიაო. გამაფრთხილეს, რომ შენს დანახვაზე გაწითლდება, თუმცა არც დებატებში მინახავს, არც ზუგდიდობაზე, არც ქუჩაში. მითხრეს რომ გამოაგზავნიან ”ბეტეერ” ქალებს და თმებით გითრევენო - ველოდები ამ ქალებს. ზუსტად დღეს გავისწორე თმა, რომ უფრო ადვილი იყოს... ჩვენ ბევრნი ვართ და ვერავინ მოგვერევა”, - აღნიშნა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.