ალექსანდრე ჯეჯელავა: ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა
26-09-2016, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგად გამოჩნდა, რომ თბილისი რაოდენობრივად იზრდება და რეგიონები მცირდება“,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

 

მან აღნიშნა, რომ სკოლის მოსწავლეების რაოდენობა შეიძლება პირობითად შემცირდეს საჩხერეში, ჩოხატაურში და გაიზარდოს თბილისში, ყველაზე სწრაფად კი იზრდება გლდანში, მუხიანში, ვარკეთილში და დიდი დიღომში.

 

 

„გარდა იმისა, რომ შობადობა გაზრდილია, სოფლიდან ქალაქისკენ და კონკრეტულად, რეგიონებიდან თბილისისკენ მოძრაობა გაზრდილია. სკოლის მოსწავლეების რაოდენობა შეიძლება პირობითად შემცირდეს საჩხერეში, ჩოხატაურში და გაიზარდოს თბილისში. ყველაზე სწრაფად იზრდება გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, სადაც არის დიდი უბნები, რადგან იქ შედარებით ხელმისაწვდომია საცხოვრებელი ფართი. რაოდენობა იზრდება საბურთალოზეც და სხვა უბნებშიც, მაგრამ ყველაზე მეტად იზრდება გლდანში. მოკლედ, ჰარვარდზე ძნელი გახდა, გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა, ლამის მართლა. როდესაც 9:00 საათზე რეგისტრაცია იხსნება, 5-10 წუთში მთავრდება. არის სკოლები, სადაც ადგილები არის, მაგრამ მუხიანში მცხოვრებ ოჯახს ვერ ეტყვი, - მოდი, აგერ, მშვენიერი სკოლა არის ნაძალადევში და იქ ატარე ბავშვი, ან სხვა მიმართულებით. მოკლედ, ახალი სკოლების მშენებლობის გარეშე ვერ გავძვრებით“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

მისი ცნობით, პროცესი დაწყებულია, 10-ზე მეტი სკოლის მშენებლობა დასრულდა და მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი