მარტინ შულცი: რიგის სამიტზე იქნება ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება
26-02-2015, 04:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო არის ევროპული კულტურის და ღირებულებების ქვეყანა, ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით რიგის სამიტზე იქნება ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სურვილია, იყოს წარმატების მაგალითი რიგაში დაგეგმილ სამიტზე.

 


შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთის დერეფნის ფუნქციონირების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეფასდა რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირი გამოხატავს მზაობას, უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი