„კავკასიურ ტყვე ქალში“, სადღეგრძელოში არის ძირითადი ფილოსოფია ადამიანის სრულყოფაზე, მე ძალიან ბევრი დრო მაქვს დახარჯული, 40 წელიწადია ვაკვირდები ამ პროცესს, დაკავებული ვიყავი ფსიქოლოგიით, ფსიქოანალიზით, ფილოსოფიით, მოყვარულის დონეზე, მე სპეციალისტი არ გახლავართ არცერთი ამ სფეროს“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ფილმი რომელი იყო, რაზეც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, მისი საყვარელი ფილმი, „ქალის სურნელი“ და „კავკასიელი ტყვე ქალია“.
მისივე თქმით, „რაც იმ პატარა ბიჭებს [სააკაშვილს და მისი მთავრობის წევრებს] ჰქონდათ პრობლემები, ყველაფერი მოდის საიდან ფსიქიკიდან“.
„ჩემი სპეციალობა ეკონომიკა გახლდათ და ბიზნესი. მე ვფიქრობ, რომ საკმაო განათლება მქონდა იქაც, მე სადოქტორო დისერტაცია დაწერილი მაქვს ეკონომიკაში. ცდილობენ და რას ცდილობენ ოპონენტები, არ ვიცი, მაგრამ აი, ის, რომ ადამიანის სრულყოფა, ძირითადად ადამიანის შეფასება და პრობლემების, რაც ჩვენ ვნახეთ, თუ გნებავთ პოლიტიკაში, უახლოესში, რაც იმ პატარა ბიჭებს [სააკაშვილს და მისი მთავრობის წევრებს] ჰქონდათ პრობლემები, ყველაფერი მოდის საიდან - ფსიქიკა რამდენად აქვს დაბალანსებული და ფსიქიკა განსაზღვრავს, სამწუხაროდ, ძირითადად, ინტელექტის ქმედებას და სწორ მიმართულებებს, და იმ სადღეგრძელოში რაც დევს, რომ ჩვენი შესაძლებლობები და მოთხოვნილებები იყოს ახლოს, აი, ვისაც ეს ახლოს აქვს, ის ადამიანი არის დაბალანსებული და მისგან ცუდს, როგორც წესი, არ უნდა ელოდო. აი, განხეთქილება როა დიდი და კოლოფსი როა, მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის, მთელი უბედურებები მიგვიღია ისტორიულად, პოლიტიკოსებისგან პირველ რიგში და ჩვეულებრივი მაცხოვრებლებისგანაც“,-განაცხადა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.