ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 30 აგვისტოდან 19 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. მასში მასმედია ცალკე თავადაა გამოყოფილი და აღნიშნულია, რომ მისიის მიერ ექვს სატელევიზიო არხზე პრაიმტაიმის გაშუქების რაოდენობრივი და თვისებრივი მონიტორინგი 5 სექტემბერს დაიწყო და ის რაც ამ პერიოდში გამოიკვეთა ისაა, რომ "მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ჯერ კიდევ სახეზეა ინციდენტები ზოგიერთ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით. საარჩევნო კოდექსში ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით უფასო საეთერო დრო შემცირდა, რომელიც კვალიფიციური სუბიექტებისთვის იყო გამოყოფილი საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებზე, რაც მთელი რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის შეშფოთების საგანი გახდა".
ანგარიშში აღნიშნულია, რომ "ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზიაა. ბეჭდური მედია მცირე ტირაჟით გამოდის,ხოლო ონლაინ მედიის როლი იზრდება. სხვადასხვა შეხედულებების წარდგენისას, მედიასაშუალებები, განსაკუთრებით კი სამაუწყებლო მედია, ხშირად პოლარიზებულად მიიჩნევა პოლიტიკური თვალსაზრისით.
მაშინ, როცა მედიის შესახებ კანონმდებლობა მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთმა საქმემ ამ საკითხის მიმართ გარკვეული ეჭვები
წარმოქმნა.
რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმე რამდენიმე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასაერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა მოყვანილი, როგორც მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. ჯერჯერობით საქმის განხილვა არ დამთავრებულა და ამ არხს წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქება თავისუფლად შეუძლია".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დროული მოწვევის შედეგად, ასევე თავისი მანდატის შესაბამისად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია 30 აგვისტოს გამოაგზავნა.
არჩვნებზე სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ელჩი ალექსანდრე კელჩევსკიხელმძღვანელობს, თბილისში მოქმედი 12 წევრიანი ძირითადი გუნდისა და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც მთელს ქვეყანაში 7 სექტემბერს გადანაწილდნენ. მისიის წევრები ეუთოს 21 წევრი ქვეყნებიდან შეირჩა.
ეუთომ/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა მონაწილე მხარეებისგან მოითხოვა, რომ 350 მოკლევადიანი დამკვირვებლები მოევლინათ კენჭისყრის დღეს პროცედურებზე დაკვირვების მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.