ეუთო: არჩევნები ისეთ გარემოში იმართება, რომელზეც ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე მოსახლეობის იმედგაცრუება პოლიტიკური ელიტის მიმართ
26-09-2016, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 30 აგვისტოდან 19 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

 

 

ანგარიშის თანახმად, კამპანიის დაწყების შემდეგ 8 ივნისს, კამპანიის ღონისძიებები შეზღუდული და მცირემასშტაბიანი იყო; დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, როგორებიცაა შეტაკება კამპანიის თანამშრომელბს შორის, ასევე პარტიის ოფისების და საარჩევნო მასალების დაზიანება.

 

 

„ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მეტად ცნობადი პარტიებია. მასმედიაში ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის მუდმივი სიტყვიერი დაპირისპირებები ფიქსირდება.

 

 

არჩევნები ისეთ გარემოში იმართება, რომელზეც ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე მოსახლეობის იმედგაცრუება პოლიტიკური ელიტის მიმართ. არჩევნების კონტექსტზე ასევე ზემოქმედებს 2014 წლის ივნისში გაფომებული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ

შეთანხმება და მიმდინარე დისკუსიები საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. ამასთანავე საარჩევნო ატმოსფეროზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური დაძაბულობა „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, 2016 წლის მაისში რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების დროს კორცხელში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების ჩათვლით.

 

 

დაკვირვების პერიოდში, კამპანიის ღონისძიებები შეზღუდული იყო და ძირითადად მიტინგების სახით, საზოგადოებასთან მცირე შეხვედრებითა და კარდაკარ აგიტაციით შემოიფარგლებოდა. კამპანიის რეკლამები, როგორიცაა ბილბორდები და კანდიდატთა პლაკატები, მთელს ქვეყანაშია გამოკრული, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში. „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე აქტიური და ხილვადია კანდიდატებს შორის. კამპანიის გზავნილები ძირითადად სოციო-ეკონომიკურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეა ფოკუსირებული“,-ნათქვამია ანგარიშში.

 

 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია 30 აგვისტოს გამოაგზავნა. არჩვნებზე სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ელჩი ალექსანდრე კელჩევსკი ხელმძღვანელობს, თბილისში მოქმედი 12 წევრიანი ძირითადი გუნდისა და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც მთელს ქვეყანაში 7 სექტემბერს გადანაწილდნენ. მისიის წევრები ეუთო-ს 21 წევრი ქვეყნებიდან შეირჩა. ეუთო-მ/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა მონაწილე მხარეებისგან მოითხოვა, რომ 350 მოკლევადიანი დამკვირვებლები მოევლინათ კენჭისყრის დღეს პროცედურებზე დაკვირვების მიზნით.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი