ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 30 აგვისტოდან 19 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
„კამპანიის ტონი კონფრონტაციულია, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს სდებენ ბრალს საარჩევნო პროცესში კონფრონტაციული გარემოს გამწვავებაში.
ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიისთვის ცნობილი გახდა და, ასევე, მედიაშიც მთელი რიგი ინციდენტები გაშუქდა, როგორიცაა შეხლა-შემოხლა კამპანიის მონაწილეებს შორის, პარტიის ოფისების და კამპანიის მასალების დაზიანება.
იმის მიუხედავად, რომ ბევრი საქმის მიმართ გამოძიება აღიძრა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ღრმა უნდობლობა გამოხატა სამართალდამცავი უწყებების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ მთელი რიგი ბრალდებები მოისმინა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ, რაშიც შედიოდა კამპანიის ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნა და კამპანიაში მონაწილე პერსონალის დაშინება“,-ნათქვამია ანგარიშში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია 30 აგვისტოს გამოაგზავნა. არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ელჩი ალექსანდრე კელჩევსკი ხელმძღვანელობს, თბილისში მოქმედი 12-წევრიანი ძირითადი გუნდისა და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც მთელს ქვეყანაში 7 სექტემბერს გადანაწილდნენ. მისიის წევრები ეუთო-ს 21 წევრი ქვეყნებიდან შეირჩა. ეუთო-მ/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა მონაწილე მხარეებისგან მოითხოვა, რომ 350 მოკლევადიანი დამკვირვებლები მოევლინათ კენჭისყრის დღეს პროცედურებზე დაკვირვების მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.