დადგა დრო, ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე, ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში.
კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს გაიხსენა, რომ ხვალ საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული - სოხუმის დაცემის დღეა.
”ის ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არა გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ყოფილი პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინადადება უნიკალურია.
კვირიკაშვილის შეფასებით, ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯი.
”ბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება, რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას. ეს ნაბიჯიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ეს არის უკვე კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენი აფხაზი ძმები გავხადოთ ჩვენი განვითარების მონაწილე და თანაზიარი. აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.