ირმა ნადირაშვილი "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრებზე: სუს-მა თავისი გამოგზავნილი რამდენიმე პირი წაიყვანა უკან
26-09-2016, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ორგანიზაციის დატოვებას ეხმაურება.

 

 

"მე მთელი დღე ვიყავი გზაში. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სუს-ის პროექტი. სუს-მა თავის გამოგზავნილი რამდენიმე პირი წაიყვანა უკან. 8 ოქტომბერს არჩევნები ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე, ჩვენი გამარჯვებით დასრულდება”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

თავისუფალი ზონა" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათ დღეს "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.


„თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდოამარემ, ბესო კალანდაძემ ორგანიზაციიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისას აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი, დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. მისი თქმით, ეს არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც, ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.


მისივე ცნობით, მან დაგეგმილის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილისგან მოისმინა ოდესაში.


„ორგანიზაციის „საქართველოს ერთგულების სახელით“ მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა“, -განაცხადა ბესო კალაძემ.


კალაძის თქმით, თუ მისი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

„მე ვაფრთხილებ „ნაციონალურ მოძრაობას“: თუ ჩემი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალურ მოძრაობას“. მე ვაფრთხილებ საზოგადოებას: არ აჰყვნენ პროვოკაციას და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ წევრებს ვთხოვ დატოვონ ეს უკვე დანაშაულებრივი ორგანიზაცია“, - განაცხადა ბესო კალაძემ.


„თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრები უახლოეს დღეებში ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, თუ რა იგეგმებოდა უკრაინიდან საქართველოში 9 ოქტომბერს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი