დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ბიბლიოთეკის ბაზაზე, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, რეგიონში ინოვაციების ცენტრის გახსნის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, მიიღოს ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის მიმართულებით.
როგორც პარტიაში განმარტავენ, ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისარგებლოს ძნელად ხელმისაწვდომი სერვისებითა და ტექნიკური აღჭურვილობებით.
მათივე თქმით, ინოვაციების ცენტრში დაგეგმილია პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვა ბიზნეს მიმართულებებზე ტრეინინგების ჩატარება.
„ინოვაციების ცენტრში დაგეგმილი აქტივობები საშუალებას მისცემს მოსახლეობას მიიღოს ცოდნა მეწარმეობის, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ ბაზარზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.