„Независимая газета“: ივანიშვილი ვადამდელი არჩევნებისკენ იხრება, რადგან „ქართული ოცნების“ მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა
26-02-2015, 04:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად ისმის ხმები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, რადგან მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვის უნარს კარგავს. ოპოზიციამ უკვე მოუწოდა პრეზიდენტს პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვიოს, - ნათქვამია რუსული გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტის იური როქსის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 


მასალის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

 


საქართველოში შექმნილი სიტუაცია მართლაც კრიზისულია და სულ უფრო უარესდება: ლარი უაფასურდება, ფასები საფუარივით მატულობს და ისედაც არცთუ მდიდარი მოსახლეობის უმეტესობა სწრაფად ღარიბდება. ყველაფერი ეს ხდება ხელისუფლების განცხადებების ფონზე, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლდება და არაფერი კატასტროფული არ ხდება.. ადგილობრივი გაზეთები აჭრელებულია ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მიმართვებით არაფორმალური ლიდერისადმი, რომ დაიწყოს ბოლოს და ბოლოს იმ დაპირებების შესრულება, რასაც იგი წინასაარჩევნოდ აცხადებდა. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობას მოსახლეობა სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს: ხელისუფლება და მთავრობა უმოქმედოდაა. რეგიონებშიც საქმე კარგად არ არის: კოალიცია პოზიციებს კარგავს აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც შიდა დაპირისპირების საფუძველზე „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა. აჭარის მოვლენები პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღალატად მიიჩნია.

 


რასაკვირველია, მომხდარი ამბებით სარგებლობს ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობა“, რომელმაც, ზემოთ აღნიშნულ პრეზიდენტისადმი მიმართვაში დააფიქსირა, რომ შექმნილი სიტუაცია „მთავრობის არაკომპენეტურობის, არაქმედითუნარიანობის, აბსოლუტურად დამღუპველი ორწლიანი მუშაობის შედეგია.

 


ხელისუფლების განცხადებებით ჩანს, რომ მთავრობას რაიმე მნიშვნელოვანი ანტიკრიზისული ზომების მიღების გეგმა არ გააჩნია. როგორც ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, საქართველოს პირველ პირებს შორის უკიდურესი დაძაბულობაა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პრემიერი, პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტი ერთმანეთს პრაქტიკულად არ ელაპარაკებიან. ასეთ სიტუაციაში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი, რომელიც მთავრობის შეცვლასაც გამოიწვევს. მოარული ხმების თანახმად, ამ სცენარისაკენ იხრება ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „ქართული ოცნების“ მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა.

 


საქართველოში დღეს აღარ არის ის კოალიცია, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა: კოალიციის შემადგენლობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომელსაც თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს. სულ უფრო მეტად ავლენს დამოუკიდებელი მოქმედების სურვილს "რესპუბლიკური პარტია", რომელიც „ქართული ოცნების“ ინტელექტუალურ ბირთვს შეადგენს და აშკარაა, შორს აღარაა ის დღე, როცა "რესპუბლიკელები" საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას პოლიტიკა კოალიციის სხვა წევრებისაგან დამოუკიდებლად განახორციელონ. სხვათა შორის, მათთვის ასეთი სვლა ახალი არაა, ისინი ასე ადრეც მოქცეულან: შედიოდნენ პარლამენტში სხვებთან ალიანსში და მერე ამ ალიანსს ტოვებდნენ. ასეთ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილმა ახალი მოკავშირეების ძიება დაიწყო.

 


ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ პარლამენტის ვადამდელი არჩევნების სურვილი იმით აიხსნებოდა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ განადგურება უნდა - ვაითუ „ნაციონალები“ 2016 წლისათვის ისე გაძლიერდნენ, რომ მათი დამარცხება და ქართული პოლიტიკიდან [გაძევება] ვეღარ მოხერხდესო. დღეს კი, ექსპერტთა აზრით, ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა ღრმა კრიზისითაა განპირობებული.

 


„მოქმედი პოლიტიკური ძალა იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის ნდობა ვერანაირად ვერ გამოიყენა, სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისათვის ვერაფერი მნიშვნელოვანი ვერ გააკეთა. დღეს მმართველ კოალიციას ძალიან გაუჭირდებოდა საჭირო ხმების მოგროვება, რომლითაც თავის უფლებამოსილებას დაადსტურებდა“, - განაცხადა „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინტიტუტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რუსეცკიმ. მისი აზრით, პოლიტიკური ძალების გადანაწილების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება იძულებითი შედეგი იქნება. „თუ „ქართული ოცნება“ ასეთ პიკირებას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებით ხელისუფლების „ნაციონალებისადმი“ რეალური ჩაბარების წინაშე, რადგან ქვეყანაში მესამე სერიოზული პოლიტიკური ძალა არ ჩანს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ტახტზე დაბრუნება ქვეყანას მორიგ ტრაგედიად შემოუბრუნდება“, - აღნიშნა ალექსანდრე რუსეცკიმ.

 

 

წყარო: http://www.newspress.ge/uckhouri-presa/61923-ivanishvili-vadamdeli-archevnebisken-ikhreba-radgan-qarthuli-ocnebis-mushaobith-dzalian-ukmayofiloa.html#sthash.8yqt7jtM.dpuf

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი