ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში ვიყავი მინისტრი და პირადი წყენები ან პირადი ემოციები არასოდეს დამიყენებია ქვეყნის სამსახურის წინ, - განაცხადა ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა მისი პარტია პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ”ქართულ ოცნებასთან”, ხიდაშელი პასუხობს:
”მე ირაკლი ღარიბაშვლის მთავრობაში ვიყავი მინისტრი. ეს არის ჩემი პასუხი. როდესაც ჩემს ქვეყანას სჭირდება, პირადი წყენები ან პირადი ემოციები არასოდეს დამიყენებია ქვეყნის სამსახურის წინ. ეს არის საუკეთესო პასუხი ფაქტად დადასტურებული, რომ მე ღარიბაშვილის მთავრობაში ვიყავი მინისტრი და ერთი წამით არ შემიკავებია თავი ძალიან კარგი საქმეების კეთებისგან, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ვაკეთებდი”, - აღნიშნა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.