კახეთში 77,6 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა​ - მევენახეებმა შემოსავლების სახით 67,7  მლნ ლარი მიიღეს
26-09-2016, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 26 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 77,6 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 43 ათასი ტონა რქაწითელი, 30,4 ათასი ტონა საფერავი,  2,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 

 

ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 67,7  მლნ ლარი მიიღეს.

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 26,8 ათასი ტონა, თელავი - 19 ათასი ტონა, ყვარელი - 18,7  ათასი ტონა, სიღნაღი - 6,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  2,4 ათასი ტონა, ახმეტა -  1,6 ათასი  ტონა და საგარეჯო  -  1,3 ათასი ტონა.  

 

 

25 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 5 156 ტონა შეადგინა.  

 

 

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 51 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

 

 

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;  მ საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

 

 

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი