გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა
26-02-2015, 05:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი თანხების ლეგალიზებისა და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით.

 


გიორგი ღონიაშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 3 მარტს ეწურებოდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ ათიათასლარიანი გირაო მოითხოვა იმ მოტივით, რომ არსებითი განხილვის ჩანიშვნა 3 მარტამდე ვერ მოესწრებოდა. პროკურორების მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებული ღონიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

 


ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას ადვოკატმა ყოფილი მერისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი