„თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრის, ბესო კალაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში კონკრეტული მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდგომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეეცდება.
ამის შესახებ მან გუშინ, ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიგნით დიდი განხეთქილებაა და მალე სხვა წევრებიც დატოვებენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მალე სხვა წევრებიც დატოვებენ. შიგნით დიდი განხეთქილებაა. დეტალურად ინფორმაციას მტკიცებულებებთან ერთად რამდენიმე დღეში მოგაწვდით. სხვა დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ბესო კალაძემ.
ის ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სუს-მა თავისი გამოგზავნილი რამდენიმე პირი უკან წაიყვანა და აღნიშნა, რომ ბრალდებები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან დღის განმავლობაში კეთდებოდა, უსაფუძვლოა.
„ირმა ნადირაშვილი არის სამარცხვინო ქალი. მე მის განცხადებაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. მან ძალიან კარგად იცის, რაც ხდება. ჩვენ გამოვეყავით „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ვრჩებით ხელისუფლების ოპოზიციაში”, - განაცხადა ბესო კალაძემ.
„თავისუფალი ზონა“ გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო კალაძემ და რამდენიმე წევრმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ბესო კალაძემ ორგანიზაციიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისას აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი, დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. მისი თქმით, ეს არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც, ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე ცნობით, მან დაგეგმილის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილისგან მოისმინა ოდესაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.