საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თუმცა იყო ინფორმაცია დაშინების ფაქტებზე, რის შესახებაც მთავრობას აცნობეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კელიმ გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც მან აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.
„ჩემი მოსაზრებით, გარემო აქამდე ძალიან კარგი იყო. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ამ არჩევნებს, რადგან გვსურს ის, რაც სურს ქართველებს - არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სურვილს. ჩვენც და ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ იყო დაშინების ფაქტები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების შესახებ საქართველოს მთავრობას ვაცნობეთ.
საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაქსიმალურად თავისუფალი დაშინებისგან და ძალადობის ფაქტებისგან“, - განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.