მანანა კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის რომ კენჭი იყაროს პრეზიდენტად, აქვს საზოგადოებისგან ძალიან დიდი ნდობა
27-09-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ასევე ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

„ვფიქრობ, ირაკლის აქვს ძალიან დიდი ნდობა საზოგადოებისგან და პოტენციალი, რომ კენჭი იყაროს პრეზიდენტად. ამას კიდევ დრო სჭირდება. ბატონი ირაკლის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვის“ ის იქნება მისაღები და მხარდაჭერილი თანაგუნდელებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

კითხვაზე, როგორი პოზიცია ექნება თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწლეობას გადაწყვეტს, ივანიშვილი პასუხობს:

 

 

"ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ახალგაზრდა კაცია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა. გამარჯვებული კაცი წავიდა და არა დამარცხებული.

 


მე მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, მანამდე ორი წელია. უნდა დაველოდოთ მოვლენებს. შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა. მე და ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ხშირად ვკითხულობთ ერთმანეთს და ძალიან ხშირად ვეხმიანებით. ჩვენს მეუღლეებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთში. ბავშვი მონათლა რამდენიმე დღის წინ, იქაც გვქონდა საუბარი და ა.შ. ჩემი ბერა არის ასევე მისი ერთ-ერთი ბავშვის ნათლია", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი