საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკათებულ განცხადებას ეხმაურება.
"მე მგონი აქ ირაკლი ღარიბაშვილი არაფერ შუაშია. ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა ორი ფაქტის თაობაზე: ფაქტი ნომერი პირველი - ორ წელიწადში არის საპრეზიდენტო არჩევნები და ფაქტი ნომერი მეორე- თავად ბატონი ბიძინა, 60 წლის ვარო და საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მივუახლოვდიო. ახლა ჩვენზეა, ამ ორ ფაქტს თუ დავაკავშირებთ," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კითხვაზე, მისი კოალიციაში ყოფნის პერიოდში იყო თუ არა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე პრეზიდენტის პოსტზე, უსუფაშვილი პასუხობს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას ივანიშვილის ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატი ვახტან ხმალაძე იყო.
მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.