"ქართული საზოგადოება გადატრიალებას და რევოლუციებს არ დაუშვებს", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გააკეთა.
კობახიძე აცხადებს, რომ თუკი გადატრიალების გეგმა არსებობდა, ან არსებობს, ყველა მონაწილე პირს მოუწევს პასუხისგება.
"უნდა დაიკითხოს ყველა პირი, მათ შორის, ამ ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელი იქნება რომ გამოძიება წარიმართოს და ყველა კითხვა დაისვას. თუ ასეთი გეგმა ნამდვილად არსებობდა და ან არსებობს, მას შედეგი შეიძლება ის ჰქონდეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანდაშაული არის დასჯადი. აუცილებლად ყველა პასუხს აგებს. გარდა ამისა, არავითარი საფუძველი ქვეყანაში არ აქვს არავითარ გადატრიალებას, არავითარ რევოლუციებს. ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს", - განაცხადა კობახიძემ.
ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.
კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
საუბარში მონაწილე პირები სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ.
"რევოლუციური სცენარი უნდა... გამოვიყურებით როგორც დამარცხებულები და ამიტომ ბევრი ხალხის მობილიზება გვჭირდება...
ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.