„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს.
მისი თქმით, ის შემადგენლობა, რაც ჩანაწერში ფიგურირებს, წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ არ გასულა.
ბობოხიძემ ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეალობას მოწყვეტილია.
„ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. ეს ყველაფერი არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ რომ ეს ავადმყოფი კაცი მართავს ჩვენს ქვეყანას. წელს, არც სატელეფონო საუბარი მქონია ბიძინა ივანიშვილთან და წელს არც მიხეილ სააკაშვილთან არ მქონია სატელეფონო საუბარი. წელს ამ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც თითქოს, ამ საუბარში ვმონაწილეობთ, არ ვყოფილვართ ეს შემადგენლობა საქართველოდან გასული. ასე, რომ ეს საუბარი ვერ შედგებოდა ვერც ტელეფონით, ვერც პიროვნულად ვერც ერთ შემთვევაში. ძალიან მარტივია, სუს-ს შეუძლია, ამოიღოს საბუთები საზღვრის გადაკვეთის. ეს შემადგენლობა ერთდროულად წელს არა თუ უკრაინაში არ ყოფილა, არ ყოფილა საქართველოს ფარგლებს გარეთ არასდროს არსად“,-განაცხადა ბობოხიძემ.
ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
"რევოლუციური სცენარი უნდა... გამოვიყურებით როგორც დამარცხებულები და ამიტომ ბევრი ხალხის მობილიზება გვჭირდება... ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი.
პეტრე ცისკარიშვილი ამბობს: "აქ მოხდება კადაფი, უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ...ში უნდა მოტ...ან".
გიგი წერეთელი აცხადებს: "არჩევნები “რევოლუციურ ვითარებაში” უნდა ჩატარდეს".
აკაკი ბობოხიძე კი კარვების გაშლასა და ფინანსების დათვლის აუცილებლობაზე საუბრობს: "კარგად დავთვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3-თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200-კაციანი, კარვებით... მე სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.