"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და გეგმები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვერ იქნება რეალიზებული.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, მოწყვეტიელბი არიან რეალობისგან. მისივე შეფასებით, როგორი გეგმებიც არ უნდა არსებობდეს, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ აღკვეთის მსგავსი ტიპის არეულობა.
"არამარტო წინასაარჩევნოდ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს რესურსები, რომ ეს მოაგვაროს. მე მაქვს მოლოდინი, რომ წყნარი არჩევნები ჩატარდება და ის გეგმები, რომლებიც რეალურად არსებობს ვერ იქნება რეალიზებული. საზოგადოებისთვის ეს არის მიუღებელი და მე ვფიქრობ თვითონ ორგანიზატორებიც ძალიან შორს არიან, მოწყვეტილები არიან რეალობისგან", - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.
კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ.
საუბარში მონაწილე პირები სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ.
ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.