ლევან იზორია: სტაბილური სიტუაციის არევისკენ მიმართული ყველა მცდელობა, იქნება ჩახშობილი
27-09-2016, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ინტერნეტსივრცეში აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სტაბილური სიტუაციის არევისკენ მიმართული ყველა მცდელობა, ჩახშობილი იქნება.

 

 

"შესაბამისი ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება. მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვრავს თუ ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება. ამას არც სააკაშვილი და არც სხვა პიროვნება განსაზღვრავს. ამიტომ ყველანაირი მცდელობა ამ პროცესების მიღმა, თუ გინდ მოლოდინების გაჩენაც, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება რა თქმა უნდა, ჩახშობილი", - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.        

     

 

კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ.                   

 

 

საუბარში მონაწილე პირები სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ.      

 

 

ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი