"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
ივანიშვილის განცხადებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "სათადარიგო მოთამაშეა", კაციტაძე ასე აფასებს:
„თუ სპორტულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, რადგან ასე თქვა ბატონმა ივანიშვილმა, რომ სათადარიგო მოთამაშეაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი თვითონ არის. მე ვიცი სათადარიგო მოთამაშეები, რომლებიც მოედანს საერთოდ ვერ ნახულობენ და ბერდებიან სათადარიგო სკამზე. არიან ისეთები, რომლებსაც უწევთ ხანდახან თამაში, ფაქტი ერთია, რომ ღარიბაშვილი იყო მოედანზე და დასვეს სათადარიგო სკამზე. რამდენად დაბრუნდება, ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული, მასზე ნაკლებად. მე ვერ ვიტყოდი, რომ მოიწყენს ქართული პოლიტიკური მოედანი ღარიბაშვილის გარეშე“ - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.