ნოდარ ხადური: მინდა „ნაციონალურ მოძრაობას“ შევახსენო, ეს არ არის 13 წლის წინანდელი სუსტი ხელისუფლება
27-09-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის  განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლას ყველანაირი ხერხით ცდილობს.

 

 

აღნიშნულით ხადური ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა.

 

 

„მე მინდა მათ შევახსენო, დღეს აღარ არის 13 წლის წინანდელი საქართველო, ეს არ არის 13 წლის წინანდელი სუსტი ხელისუფლება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია - ძალოვანი სტრუქტურები და შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი“, - განაცხადა ხადურმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს.

 

 

„ჩანაწერში რაღაც დეტალებს აუცილებლად ვეთანხმები - ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, არჩევნები წაგებული აქვს, ეს ფაქტია“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.             

 

 

"რევოლუციური სცენარი უნდა... გამოვიყურებით როგორც დამარცხებულები და ამიტომ ბევრი ხალხის მობილიზება გვჭირდება... ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი.  

         

 

პეტრე ცისკარიშვილი ამბობს: "აქ მოხდება კადაფი, უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ...ში უნდა მოტ...ან". 

 

          

გიგი წერეთელი აცხადებს: "არჩევნები “რევოლუციურ ვითარებაში” უნდა ჩატარდეს".     

      

 

აკაკი ბობოხიძე კი კარვების გაშლასა და ფინანსების დათვლის აუცილებლობაზე საუბრობს: "კარგად დავთვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3-თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200-კაციანი, კარვებით... მე სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?!

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი