საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა გადის საარჩევნო ყუთთან, სხვა ყველა მეთოდი არალეგიტიმურია.
„ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა გადის საარჩევნო ყუთთან, სხვა ნებისმიერი გზა - არალეგიტიმურია“, - განაცხადა იან კელიმ.
აშშ-ის ელჩის თქმით, ნებისმიერი სახის დაშინება პოლიტიკური პარტიების თუ მთავრობის მხრიდან ყოვლად მიუღებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.