"ქართული კომპანიები უნდა მოვამზადოთ ექსპორტისთვის და ასევე იმისთვის, რომ მათი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი იყოს", - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა, სადაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონკრეტულ თემებს განიხილავენ.
„უკვე ორი წელია არსებოს ასოცირებისა და ღრმა ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციისთვის 500 მილიონიანი ევროპული ბაზარია გახსნილი. იმისთვის, რომ საქართველომ სრულად ისარგებლოს ამ ხელშეკრულებით, უნდა მოვამზადოთ ქართული კომპანიები ექსპორტისთვის და ასევე იმისთვის, რომ მათი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი იყოს,“- განაცხადა იანოშ ჰერმანმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
შეხვედრას ბიზნესასოციაციებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე მთავრობის წევრები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.