„ზოგადად არსებობს აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერი წესი და კანონის გვერდის ავლით“,-განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნულით ქალდანი ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „უნდა დაველოდოთ მხარეების გამოხმაურებას და ასევე სამართალდამცავი ორგანოების რეაქციას“.
„მე შინაარსს არ შევაფასებ. ძალიან მოკლედ გავეცანი. ამ ეტაპზე, მგონია, რომ ჯერ უნდა დაველოდოთ გამოხმაურებას, მათ შორის მხარეების მხრიდან და ასევე იმ რეაგირებას, რომელსაც სავარაუდოდ, სამართალდამცავი უწყებები განახორციელებენ. ზოგადად არსებობს აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერი წესი და კანონის გვერდის ავლით. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ უნდა დაველოდოთ მხარეების გამოხმაურებას და ასევე სამართალდამცავი ორგანოების რეაქციას“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.
ინტერნეტში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. კერძოდ კი აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ. ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
"რევოლუციური სცენარი უნდა... გამოვიყურებით როგორც დამარცხებულები და ამიტომ ბევრი ხალხის მობილიზება გვჭირდება... ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, - აცხადებს სააკაშვილი.
პეტრე ცისკარიშვილი ამბობს: "აქ მოხდება კადაფი, უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ...ში უნდა მოტ...ან".
გიგი წერეთელი აცხადებს: "არჩევნები “რევოლუციურ ვითარებაში” უნდა ჩატარდეს".
აკაკი ბობოხიძე კი კარვების გაშლასა და ფინანსების დათვლის აუცილებლობაზე საუბრობს: "კარგად დავთვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3-თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200-კაციანი, კარვებით... მე სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.