"ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ხარობდეს აფხაზეთი, საქართველოსთან ერთად გახარებული იყოს ცხინვალის რეგიონი, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, სადაც ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა.
„სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით ერთად არიან. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: ჰოი სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ჰოი მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა. დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც არის. მეოთხე საუკუნეში წმინდა დედოფალმა ელენემ აღმოაჩინა მაცხოვრის ჯვარი და იერუსალიმის პატრიარქთან ერთად აღამაღლა. მაგრამ, დღეს არის მწუხარების დღეც. ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს. ჩვენს ვაჟკაცებს, რომლებმაც თავი დასდეს საქართველოს მთლიანობისთვის აფხაზეთში. და აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს „ძალი ერსა თვისა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. გვაშოროს განსაცდელი, გვაშოროს სიკვდილიანობა, გვაშოროს მწუხარება. ღმერთი ხედავს, რომ საქართველო რასაც აკეთებდა და აკეთებს, აფხაზეთისათვის, ცხინვალისათვის, ეს ყველაფერი წრფელი გულით იყო და არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ხარობდეს აფხაზეთი. რომ საქართველოსთან ერთად გახარებული იყოს ცხინვალის რეგიონი“, - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქმა დღეს აფხაზეთში გარდაცვლილთა სულები მოიხსენია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.