კახა კალაძე: არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცებმა ქვეყანაში რაღაც გადატრიალებები და სისხლისღვრები მოაწყონ
27-09-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცებმა ქვეყანაში რაღაც გადატრიალებები და სისხლისღვრები მოაწყონ, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით.

 

 

"მინდა გითხრათ, რომ არავის არაფერი არ გამოუვა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არჩევნების მშვიდობიან პირობებში ჩატარება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა წყნარ გარემოში მიაწოდოს ყველა მოქალაქეს თავისი ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ.... ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, რომ მათ სურვილი აქვთ იმის, რომ ქვეყანაში მოახდინონ გადატრიალება, რადგან იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ერთადერთ გამოსავალ გზად დესტაბილიზაციას ხედავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი