კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. ,,ბასლეინები’’ - გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის, დაიხაზა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები ”Bus Lane“. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში “Bus Lane”-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ “Bus Lane”-ში მოძრაობა მათთვის აკრძალულია.
ტრანსპორტის სამსახურმა თბილისში ”Bus Lane-ის“ დახაზვა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად უსაფრთხოდ და სწრაფად იმოძრავებს.
მერიის ინფორმაციით, ”Bus Lane-ის“ დახაზვა აღმაშენებლის გამზირზეც იგეგმება. აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით, კომპანია „მოტ მაკდონალდი“ თბილისში ”Bus Lane-ის“ მოწყობის შესაძლებლობებს იკვლევს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფას ქალაქის მასშტაბით გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.