ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობების შესაქმნელად ამა თუ იმ ჯგუფებს ფარული ჩანაწერების გამოყენება-გავრცელება სჭირდებათ, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, კომპეტენტური გამოძიება აწარმოონ როგორც დღეს გავრცელებულ, ასევე სხვა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და ყველა კითხვას გასცენ პასუხი, რაც ამ თემაზე საზოგადოებაში არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.