შალვა ნათელაშვილი: ღარიბაშვილი დაბრუნდება ციხეში მასთან [ივანიშვილთან] ერთად და არა პოლიტიკაში და არა პრეზიდენტად
27-09-2016, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად მოწონების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილთან ერთად არა პოლიტიკაში და არა პრეზიდენტად, არამედ "დაბრუნდება ციხეში". აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტების" ლიდერმა "რუსთავი 2" –ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა.

 

 

"ნუ ეხლა ამ პიროვნებაზე რა უნდა ვთქვა? ხომ არის ნათქვამი, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ. ეხლა, კაცი რომ ღარიბაშვილით იქნება აღფრთოვანებული, კაცი რომ აღფრთოვანებული იქნება, არაფერი მაქვს ეხლა იმასთან გასაყოფი, ნარმანიათი, კაცი რომ ხადურით იქნება აღფრთოვანებული, კაცი რო აღფრთოვანდება ეხლა ისეთი ტიპაჟებით, აღარ მინდა ეხლა ჩამოვთვალო, ზოგი მასთან უკვე ოპოზიციაში გადავიდა და თვითონ გმობს იმათ თავიანთ, თავის ნარჩევ კადრებს, ხომ? უკვე გასაგებია ვისთან გვაქვს საქმე. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა, მისმა ნარკოვაჭარმა სიმამრმა, თამაზაშვილმა, იმ, რა ჯანდაბა ჰქვია, ჯანყარაშვილმა და მთელმა მისმა ცოლეურებმა თუ ნათესავებმა და მძახლეულებმა ნახევარი საქართველო გაზიდეს საბანკო ანგარიშებზე, მთელი ტენდერები მოიგეს, მთელი ქონება გადაიფორმეს – ეს არის ასეულობით მილიონი და ეს პიროვნება ისე მშრალად გააძვრინეს რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა. ღარიბაშვილი დაბრუნდება ციხეში მასთან ერთად და არა პოლიტიკაში და არა პრეზიდენტად და საკუთარი თავის მოტყუებას თავი დაანებოს," – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი