ეროვნულმა ვალუტამ დოლართნ და ევროსთან მიმართებაში გამყარება დაიწყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის დოლართან მიმართებაში ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
27 თებერვლისთვის 1 აშშ დოლარი 2.2494 ლარი ეღირება. გუშინ დადგენილი კურსი კი2.2635 -ს შეადგენდა. რაც შეეხება ევროს, ის 0.0111 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ფასი ხვალიდან 2.5564 ლარი იქნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, მთავრობის წევრებისა და მსხვილი ბიზნესმენების მიერ გუშინ გაკეთებულმა ოპტიმისტურმა განცხადებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსის დასტაბილურება ახლო მომავალში დაიწყებოდა, პირველი დადებითი შედეგი უკვე გამოიღო, თუმცა ძნელი სათქმელია რამდენ ხანს გასტანს ეს ტენდენცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.