"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, " ძიძიგურიზაციის ფენომენზე" საუბრობს და ამბობს, რომ ზვიად ძიძიგურის გაჰკვირვებია. მან აღნიშნულის შესახებ "რუსთავი 2" –ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას ისაუბრა. ნათელაშვილმა ასევე იკითხა თუ დარჩა ქვეყანაში ფსიქიატრიული სამსახური, რომ "ვინმე მივიდეს, ამ კაცს [ივანიშვილს] დაეხმაროს, პულსი გაუსინჯოს, კარდიოგრამა გადაუღოს".
"მე ზვიად ძიძიგურის გამკვირვებია. ჯერ ეს ერთი ზვიად ძიძიგური თვითონ იყო პოლიტიკური პატიმარი, როგორც ბრძანებს, შევარდნაძის ხელში და მას აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას თუ ხიდის აფეთქებას და შემდგომ, ყველაფერი გაირკვა, რომ ეს კაცი ყოფილა ფრთიანი ანგელოზი თუ არა, ყოველ შემთხვევაში უდანაშაულო იმ საქმეში, ხომ? შემდგომ ბატონი ძიძიგური ბრძანდებოდა ვარდების რევოლუციის ერთ–ერთი ავტორი, განმახორციელებელი მიხეილ სააკაშვილთან ერთად დროშით ხელში, ივანიშვილის დაფინანსებით, აი იმ პარლამენტის დარბაზში შევარდნით, ძალაუფლების უზურპატორი და ძალაუფლების უკანონოდ მიმთვისებელი, რის გამოც ის ციხეში უნდა ჩამჯდარიყო თავის თანამებრძოლებთან ერთად... მე ძიძიგურიზაციის ფენომენზე ვსაუბრობ ქართულ პოლიტიკაში, მარტო ეს ერთი კი არ არის ასეთი ხელისუფლებაში, არამედ ბევრნი არიან. ეხლა სხვები გამოვლენ და იტყვიან, რომ აი, წუხელ მოსულა დიდი ფული ლეიბორისტულ პარტიაში ოდესიდან, მათ პირს შაქარი, ეს ნათელაშვილს გაუნაწილებია, თანაც თათბირზე გაუნაწილებია, თანაც მიკროფონით გამოუცხადებია, რომ ფული მოვიდა და დაგამხობთ, ნორმალურები არიან ესენი?! საერთოდ, ფსიქიატრიული სამსახური დარჩა ქვეყანაში?! ვინმე მივიდეს, ამ კაცს დაეხმაროს, პულსი გაუსინჯოს, კარდიოგრამა გადაუღოს, თავის ეხოსკოპია გაიკეთოს კაცო, თუმცა ეს ეხოსკოპია ვერაფერს ვერ ნახავს იქ, მაგრამ მაინც", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.